Back საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ლგბტ ადამიანების იდენტობის გამოხატვის უფლებაზე საუბრობს

საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ლგბტ ადამიანების იდენტობის გამოხატვის უფლებაზე საუბრობს

ახალგაზრდა ლგბტ ადამიანებს თავიანთი სქესობრივი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოხატვის არ უნდა ეშინოდეთ“, განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მომხსენებელმა ლგბტ ადამიანების უფლებების საკითხებში, ბატონმა იონას გუნარსონმა (შვედეთი, სოციალისტური ჯგუფი) ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (17 მაისს). „სქესობრივი ორიენტაცია და გენდერული იდენტობა პირადი იდენტობის განუყოფელი ნაწილია და არავინ არ უნდა იყოს იძულებული ემორჩილებოდეს ამ კუთხით სხვა ინდივიდებისა თუ საზოგადოების მოლოდინებს“.

როგორც ასამბლეამ ევროპაში ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბოლო დროს დამტკიცებულ რეზოლუციაში აღნიშნა, ტრანსგენდერი ადამიანები, ახალგაზრდები თუ ზრდასრულები, დაცულნი უნდა იყვნენ ტრანსფობიური დანაშაულებისგან და დისკრიმინაციისგან. მათ თვით-გამორკვევის საფუძველზე გენდერის აღიარების სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ სამართლებრივ პროცედურებზე უნდა ქონდეთ წვდომა“, განაცხადა მან.

„დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიჰობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ და განსაკუთრებული ყურადღება მინდა დავუთმო იმ ლგბტ ადამიანებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას უფლებისთვის, გამოხატონ თავიანთი იდენტობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იდენტობის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ეროვნული ხელისუფლებების ვალდებულებას უზრუნველყონ ამ დღესთან დაკავშირებული მსვლელობების მშვიდობით ჩატარების შესაძლებლობა ჰომოფობიური და ძალადობრივი მოწინააღმდეგეების საკმარისად შეკავებით- დაამატა მან.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge