Back პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სახელმწიფო აუდიტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია

პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სახელმწიფო აუდიტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია

2016 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ახალი ვებგვერდი (www.monitoring.sao.ge) წარადგინა, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე მიესალმა, რომელმაც აღნიშნა პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით მზადყოფნა გამოთქვა.

ვებ-გვერდის საძიებო სისტემა დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას. ამასთანავე, სრულდება მუშაობა პარტიების ფინანსური დეკლარაციების ელექტრონული პროგრამის მოსამზადებლად, რომელიც 2017 წლის იანვარში ამოქმედდება და გაამარტივებს როგორც პარტიების მიერ ინფორმაციის დეკლარირების, ასევე  წარმოდგენილ ინფორმაციაზე წვდომის პროცესს.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge