Back ლგბტ პირთა უფლებები ადამიანის უფლებებია: ახალი პუბლიკაცია

ლგბტ პირთა უფლებები ადამიანის უფლებებია: ახალი პუბლიკაცია

ლგბტ პირთა მიმართ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები სამწუხარო რეალობად რჩება. ბევრ ქვეყანაში, დაპირისპირების ობიექტები არიან როგორც ინდივიდები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მსვლელობები.  ვინაიდან უმრავლესობისგან განსხვავებულად აღიქმებიან, ლგბტ პირები განსაკუთრებით დაუცველები არიან საზოგადოებისგან ან კანონისგან დისკრიმინაციისგან. რა ტიპის დაცვას თავაზობს  ამ პირებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია?

ახალი პუბლიკაცია „ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი სქესობრივი ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე“ კონვენციის იმ მუხლებს განიხილავს, რომელიც ლგბტ პირებზე ახდენს გავლენას.

პუბლიკაცია ეძღვნება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც 17 მაისს აღინიშნება და ასევე ამ დღისადმი მიძღვნილ ფორუმს „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და ძალადობის აღმოფხვრა“ , რომელიც ბუდვაში, მონტენეგროში იმართება.

პუბლიკაციების ბეჭდური ვერსია ინგლისურ და ფრანგულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge