Back საინფორმაციო შეხვედრა ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობასთან

საინფორმაციო შეხვედრა ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობასთან

2015 წლის 21 და 22 ივლისს, ევროპის საბჭომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით, „რეგიონულ ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“  შესახებ ახმეტასა და ყვარელში მცხოვრებ ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობასთან ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

აღნიშნული ქარტიის ხელმოწერისა და რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.  როგორც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი კონვენცია, ქარტია იცავს უმცირესობათა ენებს, განიხილავს რა მათ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად.

შეხვედრებისას მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე, თუ როგორ დაეხმარებათ მათ ქარტია აღნიშნული ენების დაცვაში. ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ ასევე ესაუბრათ მათი ენების ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების საშუალოვადიან პერსპექტივებზე.

დისკუსიების დროს, ქისტურ/ჩეჩნურ, ოსურ, ხუნძურ და უდიურ ენებზე მოსაუბრე მოსახლეობამ და ადგილობრივი ორგანოების  წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ ქარტიის რატიფიკაციისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს.                      

შეხვედრების ორგანიზება მოხდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია“ ფარგლებში.

2015 წლის სექტემბერში დაგეგმილია მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა ბოლნისში (ქვემო ქართლში) აზრბაიჯანულ ენაზე მოსაუბრეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge