Back დაზიანებების სათანადო აღწერის ტექნიკის გაუმჯობესების მიზნით გადამზადებული სამედიცინო პერსონალის რიცხვი იზრდება

დაზიანებების სათანადო აღწერის ტექნიკის გაუმჯობესების მიზნით გადამზადებული სამედიცინო პერსონალის რიცხვი იზრდება

 4-6 თებერვალს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისმა და ევროკავშირის დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის 2 დღიანი ტრენინგი გამართა

სწავლების დრო მონაწილეებმა, ექიმებისთვის ახლად დამტკიცებული ინტრუქციების შესახებამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. კერძოდ,  თუ როგორ უნდა აღიწეროს სავარაუდო წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის შედეგად მიყენებული დაზიანებები. მათ ასევე შეისწავლეს სათანადო ფორმების შევსების პრინციპი,   დაეუფლნენ სამედიცინო შემოწმების შედეგების განმარტებისა და დაკავებული პირის მიერ აღწერილი გარემოებების დაზიანებების ხარისხთან შესაბამისობის დადგენის ტექნიკას. მონაწილეები დაეფულნენ   დაზიანებების ფოტოგრაფირების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რის შიმდეგყოველდღიურ საქმიანობაში წამოჭრილ პრობლემატური საკითხებებთან დაკავშირებული შეხედულებები ერთმანეთს გაუზიარეს.

საერთო  ჯამში, 3 დღის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე 32 სამედიციო თანამშრომელმა გაიარა გადამზადება.

დაზიანებების აღწერის ფორმებისა და ინსტრუქიების დამტკიცება უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დროული და სწორი დოკუმენტირება ხელს შეუწყობს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევების გამოძიებასა და ბრძოლას უდანაშაულობის წინააღმდეგ. დოკუმენტები მომზადდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით.

ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge