Back საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ უზრუნველყონ მედია პლურალიზმი

საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებენ უზრუნველყონ მედია პლურალიზმი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის საქართველოს თანამომხსენებლები, ბორის ცილევიჩი (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) და კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი, პარტია „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) გაეცნენ უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას რუსთავის 2-ის საკუთრების შესახებ არსებულ დავაზე. არ ისურვეს რა უშუალოდ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება, თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე საქართველოში მედია პლურალიზმზე.

"მედიის თავისუფლება და პლურალიზმი დემოკრატიულ საზოგადოების ქვაკუთხედია. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისუფლად და დაუბრკოლებლად გაეცნონ მათ საზოგადოებაში არსებული შეხედულებების და პოზიციების ფართო სპექტრს. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ  ყველა დაინტერესებულ მხარეს და მედია ორგანიზაციებს, რომ უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეების დაუბრკოლებელი წვდომა გაგრძელდეს მაქსიმალურად ფართო სპექტრის პოლიტიკურ შეხედულებებსა და მოსაზრებებზე - როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი გუნდისა თუ სხვა მხარეების - იმისათვის, რომ შეძლონ საკუთარი, კარგად ინფორმირებული მოსაზრებების და პოზიციების ჩამოყალიბება, "განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

სტრასბურგი, საფრანგეთი 03 მარტი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge