Back პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატიული ექთნებისთვის

პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატიული ექთნებისთვის

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი და ევოკავშირის დელეგაცია ეხმარებიან საქართველოს ფსიქიატრიული ექთნების გადასამზადებლად სასწავლო პროგრამის შემუშავებაში. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების გუნდმა უკვე შეიმუშავა პროგრამის თავდაპირველი ვერსია, რომელიც 9-10 თებერვლის შეხვედრაზე გახილულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლების, მოწვეული პრაქტიკოსი ექიმებისა და ექთნების მიერ.

ფსიქიატრიული  ექთნები ასრულებენ ცენტრალურ როლს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, როგორც კლინიცისტები, შემთხვევის მმართველი ექიმები, კლინიკური ექთნები და პრაქტიკოსი ექთნები. ისინი, როგორც  მულტი-დისციპლინარული გუნდის ნაწილი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფსიქიკური დაავადების მართვაში. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ შექმნილიყო სპეციალური პროგრამა საქართველოს ფსიქიატრიული ექთნებისთვისაც.

პროგრამის მოდული ითვალისწინებს პრაქტიკოსი ფსიქიატრიული ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას. 12 კვირიანი სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ექთნებს მისცეს საბაზისო თეორიული ცოდნა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო. პროგრამის დასრულების შემდგომ მოხდება ექთნების გარკვეული ჯგუფის შერჩევა, რომლებიც გაივლიან ტრენერთა ტრენინგს.

ღონისძიება გაიმართა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშომლობის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge