Back ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე

გენერალური მდივანი მსხვერპლთა მეტი მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე

სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის ევროპული დღის წინ, რომელიც 18 ნოემბერს აღინიშნება, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდა გააუმჯობესონ მსხვერპლთა მხარდაჭერა.

"არ შეიძლება არსებობდეს უმნიშვნელო შემთხვევები - ყოველგვარი ზიანი, რომელიც გამოიწვია ბავშვის მიმართ სექსუალურმა ძალადობამ ან ექსპლუატაციამ  არის მნიშვნელოვანი და მას ყურადღება უნდა დაეთმოს," - განაცხადა იაგლანდმა. "სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ასეთი ბავშვების სამედიცინო და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მანამ, სანამ სრულად არ გაივლიან რეაბილიტაციას. ამასთან, უნდა უზრუნველყონ, რომ საქმის გამოძიებამ და სასამართლო პროცესმა კიდევ უფრო არ დაამძიმოს ბავშვის ტრავმა."

ბავშვთა სექსუალური ძალადობისა ან ექსპლუატაციის შედეგებმა შესაძლოა მათ სრულწლოვანებამდეც გასტანოს. ამდენად, ფაქტების გამოსააშკარავებლად და სათანადო მხარდაჭერის აღმოსაჩენად მნიშვნელოვანია ზომების შემუშავება, რაც  უზრუნველყოფს დაზარალებულთა დახმარებას ზრდასრულობაშიც. ეს გახლავთ გლობალური ფორუმის მთავარი თემა, რომელსაც ამა წლის 18 ნოემბერს  არასამთავრობო ორგანიზაციების ECPAT International-ი ევროპის საბჭოს ეგიდით მართავს და რომელიც იმ ზრდასრულებს ეძღვნება, ვინც   ბავშვობაში სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა.

საფრთხის შემცველ გარემოში მცხოვრები ბავშვები, მათ შორის, ლტოლვილთა კრიზისით დაზარალებულნი, გასაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში არიან. ევროპის საბჭოს ლანზაროტეს კომიტეტი ამჟამად ამზადებს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც შეისწავლის ლანზაროტეს კონვენციის 41 წევრ ქვეყანაში ლტოლვილთა კრიზისის ბავშვებზე ზეგავლენას,  ხაზგასმით გამოყოფს იმედისმომცემი პრაქტიკის მაგალითებს, მიუთითებს ხარვეზებს, სთავაზობს რეკომენდაციებს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაცვისათვის. (იხილეთ მეტი ...)

headline 18 ნოემბერი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge