Back ევროპის საბჭო მხარს უჭერს კიბერდანაშაულის ეფექტურ სასამართლო განხილვაზე მოდულის მომზადებას

ევროპის საბჭო მხარს უჭერს კიბერდანაშაულის ეფექტურ სასამართლო განხილვაზე მოდულის მომზადებას

ქართველმა მოსამართლეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოდან და ზუგდიდის საქალაქო სასამართლოდან განიხილის 21-ე საუკუნის გამოწვევები, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილებები კიბერდანაშაულთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, 27 იანვარს. სემინარის მიზანი იყო ევროპის საბჭოს ჩართულობით, კიბერდანაშაულის ეფექტური სასამართლო განხილვისთვის საფუძველის მომზადება. მოსამართლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე,  როგორიცაა: ელექტრონული მტკიცებულება და მისი დასაშვებობის კრიტერიუმები, მონაცემთა დაცვის მოსაზრებები, ინტერნეტ თაღლითობა, ბავშვთა ინტერნეტ პორნოგრაფია და სხვა. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ბუდაპეშტის კონვენციის და კიბერდანაშაულზე სხვა საერთაშორისო სახელმძღვანელოების არსებითი მნიშვნელობა.

აღნიშნული ტრენინგი არის ნაწილი იმ ციკლისა, რომელიც ასევე მოიცავს კურიკულუმის შემუშავებას, რომელიც გაგრძელდება ქართველი მოსამართლე ტრენერების დატრენინგებით, რაც საშუალებას მისცემს იუსტიციის უმაღლეს სკოლას რომ მომავალში თავად ჩაატაროს კიბერდანაშაულთან დაკავშირებული ტრენინგები. ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

27 იანვარი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge