Back ფსიქიკური ჯანდაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობის შეფასებაში მხარდაჭერა

ფსიქიკური ჯანდაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობის შეფასებაში მხარდაჭერა

2015 წლის 24-25 ივლისს, ფსიქიკური ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები, განმახორციელებლები და მონიტორინგში ჩართული პირები მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრაში და იმსჯელებენ  ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე და მათი დახვეწის გზებზე.

შეხვედრის შედეგები ევროპის საბჭოს ექსპერტს, რომელიც ფსიქიკური ჯანდაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზის მიზნით არის დაქირავებული, დაეხმარება აქტუალურ საკითხებზე გააკეთოს აქცენტები. სამუშაო შევხედრამდე,არსებული პრაქტიკის გასაცნობად ექსპერტი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებასაც ეწვია. ექსპერტი, ვიზიტისა და სამუშაო შეხვედრის შედეგებზე დაყრდონობით, 2015 წლის შემოდგომაზე შეაფასებს კანონმდებლობას და მისი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის რეკომენდაციებს წარმოადგენს.

ვიზიტი და სამუშაო შეხვედრა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით ტარდება. პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამის ფარგლებში ამ თემებზე ჩატარდა ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და კვლევები. მისივე ხელშეწყობით, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში დაიწყო ფუნქციონირება სუიციდის პრევენციის პროგრამამ. 2015 წლის იანვარიდან, პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფსიქიკური ჯანდაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაშიც ეხმარება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge