Back ზედამხედველობის როლი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედი საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებმა განიხილეს რისკებზე დაფუძნებულ მიდგომასა და მის ეფექტიან იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილება, 16-17 ივნისი, 2016
ზედამხედველობის როლი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

2016 წლის 16-17 ივნისს, ევროპის საბჭომ გამართა ორდღიანი ტრეინინგი თემაზე „ზედამხედველობის როლი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზედამხედველობის განმახორციელებელი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა - საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო - ნოტარიუსთა პალატა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და ადვოკატთა ფედერაცია. ტრეინინგზე მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ევროპის საბჭოს ექსპერტთან ერთად განეხილათ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, ზედამხედველობის სფეროში არსებული გამოწვევები, მისი განხორციელების მეთოდები და პროცედურები, მათ შორის დისტანციური და ადგილზე შემოწმება, თანაშრომლობისა და კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობა. საკითხები განხილული იქნა პრეზენტაციების, დისკუსიებისა და კაზუსების მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ტრეინინგი პირველია ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის. შესაბამისად, მონაწილეთა მიერ ერთხმად იქნა აღიარებული, რომ აუცილებელია პროფესიონალური უნარ-ჩვევების შემდგომი გაძლიერება  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანესბის სფეროში ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.

ღონისძიება დაიგეგმა პროექტის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ (ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამა  (PCF)) ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 16-17 ივნისი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge