Back ციხის ჯანდაცვის რეფორმის შეფასება: დასკვნები და რეკომენდაციები

ციხის ჯანდაცვის რეფორმის შეფასება: დასკვნები და რეკომენდაციები

2016 წლის 1 ივლისს ევროპის საბჭო წარმოადგენს ციხის ჯანდაცვის 2014-2017 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შუალედური შეფასების ანგარიშს. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო „თბილისი რუმსში“. პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - მხარდაჭერით, შეიმუშავა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2014-2017 წლებისათვის. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროები განისაზღვრა და ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფების თუ მრგვალი მაგიდის შეხვედრებზე, რომლებშიც ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. აღნიშნულ დოკუმენტებში 16 სტრატეგიული მიზანი გამოიკვეთა, რომლებიც შემდეგ სფეროებს მოიცავს: სამედიცინო მომსახურებების დივერსიფიკაცია, გადამდებ დაავადებათა პრევენცია, ჯანდაცვის გაუმჯობესება, სუიციდის პრევენცია, ადამიანური რესურსებისა და ხარისხის უზრუნველყოფის განვითარება.

2015 წლის დეკემბერში ევროპის საბჭოს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ჩაატარეს შუალედური შეფასება, რათა შეემოწმებინათ, რა პროგრესს მიაღწია საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებისა და დასახული ამოცანების შესრულების გზაზე. შეფასების პროცესში ჩატარდა როგორც კვლევა, ასევე გაიმართა შეხვედრები სასჯელაღსრულების სამინისტროს, ომბუდსმენის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. სასჯელაღსრულების ცხრა დაწესებულებაში განხორციელდა ადგილზე შეფასებაც. 

შეფასების წარმოდგენილი დასკვნები და რეკომენდაციები დაეხმარება სასჯელაღსრულების სამინისტროს პატიმართა ჯანდაცვის შემდგომ გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებაში. რეკომენდაციებს სამინისტრო გაითვალისწინებს ციხის ჯანდაცვის შემდგომი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.

პრეზენტაციას დაესწრებიან ქ-ნი ანა ზეცი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ბ-ნი შტეფან შტორკი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების მოადგილე, ქ-ნი თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, ქ-ნი ნინო ბერძული, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, აგრეთვე სახალხო დამცველისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ეს ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II”, რომელიც მხარს უჭერს ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.

თბილისი, საქართველო 30 ივნისი 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge