Back ან ბრასერი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით

ან ბრასერი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით

“მე მივიღე უაღრესად შემაშფოთებელი ინფორმაცია საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხაზის ცალმხრივ ცვლილებასთან დაკავშირებით და რუსეთის მხრიდან სასაზღვრო გამყოფი ხაზის მუდმივად ბორდერიზაციის (ბარიერების დაწესების) თაობაზე. აღნიშნული ქმედება კიდევ უფრო შემაშფოთებელია ბაქო-სუფსა მილსადენთან სიახლოვის გამო, ვიანიდან ეს უკანასკნელი განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობის მატარებელია რეგიონისათვის,“ განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ენ ბრასერმა.

„ასამბლეა განუწყვეტლივ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩვენი პოზიცია: სასაზღვრო ხაზის ბორდერიზაცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას ეწყობს ხელს. ორივე მხარის ხალხთა შორის  კონტაქტის დაახლოების ნაცვლად, ასეთი ქმედება მათ კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთისგან, რასაც მკაცრად ვგმობ, ისევე როგორც დავგმე ამგვარი ქმედებები გასული წლის მაისში, ადმინისტრაციული საზღვრის მონახულებისას“.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge