გენერალური მდივანი

გენერალურ მდივანს ორგანიზაციის ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით ირჩევს საპარლამენტო ასამბლეა. იგი პასუხისმგებელია ევროპის საბჭოს მუშაობის პროგრამაზე, ბიუჯეტის დაგეგმვასა თუ მიმართულებაზე. იგი ხელმძღვანელობს და წარმოადგენს ორგანიზაციას.
ვებგვერდი

 

საპარლამენტო ასამბლეა გენერალური მდივნის მოადგილეს აგრეთვე ხუთწლიანი ვადით ირჩევს. ეს არჩევნები გებნერალური მდივნის არჩევნებისგან განსხვავებული ფორმით ტარდება.
ვებგვერდი

 


მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებათა მიმღები ორგანოა, რომელიც შედგება თითოეული წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა ან სტრასბურგში მათი მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლებისაგან. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას და ამტკიცებს მის ბიუჯეტს თუ საქმიანობის პროგრამას.
ვებგვერდი


საპარლამენტო ასამბლეა (PACE)

საპარლამენტო ასამბლეა შედგება 306 პარლამენტის წევრისაგან 46 წევრი სახელმწიფოდან. ასამბლეა ირჩევს გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა კომისარსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს; იგი უზრუნველყოფს დემოკრატიულ ფორუმს დებატებისათვის და აკვირდება არჩევნებს; მისი კომიტეტები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მიმდინარე საკითხთა განხილვაში.
ვებგვერდი


ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესი არის ევროპის საბჭოს ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის გაძლიერებაზე მის 46 წევრ სახელმწიფოში. კონგრესი შედგება ორი პალატისა - ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა პალატა და რეგიონების პალატა - და სამი კომიტეტისაგან. იგი აერთიანებს 612 არჩეულ ოფიციალურ პირს, რომლებიც 150 000-ზე მეტ ადგილობრივ თუ რეგიონულ ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენენ.
ვებგვერდი


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივი სასამართლო ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დაცვას. იგი ღიაა ქვეყნებისა და მოქალაქეებისათვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა. ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფო კონვენციის ხელმომწერი მხარეა.
ვებგვერდი


ადამიანის უფლებათა კომისარი

ადამიანის უფლებათა კომისარი დამოუკიდებლად უპასუხებს და ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა დარღვევებს.
ვებგვერდი

 


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა (INGO) კონფერენცია

კონფერენცია აერთიანებს, დაახლოებით, 400 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას. იგი ამყარებს სასიცოცხლო მნიშვნელობის კონტაქტებს პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის და ევროპის საბჭოს აწვდენს სამოქალაქო საზოგადოების ხმას. ევროპის საბჭოს მუშაობას მნიშვნელოვნად ამდიდრებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა ექსპერტიზა და მათი მიდგომა ევროპელი მოქალაქეებისადმი.
ვებგვერდი


გლობალური თანამშრომლობა

ევროპის საბჭო მუშაობს ევროპის კავშირთან მჭიდრო ურთიერთობის გზით და თანამშრომლობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და მსოფლიოს ბევრ პარტნიორ ქვეყანასთან.
 

Did you know?
Eurimages, set up in 1988, is the first European cinema support fund.

კითხვარი

ქვემოთ ჩამოთვლილ ქვეყანათაგან რომელი არ არის ევროპის საბჭოს წევრი?

  1. შვეიცარია
  2. უკრაინა
  3. ბელარუსი
Close

 მცდარი პასუხი…

Close

მცდარი პასუხი…

Close

 სწორი პასუხი!